ტვირთის გადამზიდი რაკეტა Falcon-ი აფეთქდა [Video]
ფლორიდის შტატ კანავერალის კონცხის კოსმოდრომიდან გაშვებული რაკეტა, სტარტიდან 3 წუთში აფეთქდა, – გვაცნობებს NASA.
რაკეტა Falcon 9-ს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ამერიკულ სეგმენტზე, 2 ტონა ტვირთი უნდა გადაეზიდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რაკეტის ნამსხვრევები ატლანის ოკეანეში ჩავარდა.
ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როცა რაკეტამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ტვირთი ვერ მიაწოდა.
Falcon-ის აფეთქება
შეგახსენებთ: აპრილის მიწურულს, რუსული სატვირთო კოსმოსური ხომალდი „Прогресс М-27М“, ბაიკონურის კოსმოდრომიდან, გაურკვეველი მიზეზების გამო სხვა სიმაღლეზე აფრინდა და მასთან კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა. შედეგად, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისათვის განკუთვნილი ტვირთი დაიკარგა, თავად ხომალდი კი ატმოსფეროში დაიწვა.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური (International Space Station)— კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტული სადგური, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. პილოტირებული სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს და მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეიძლება. სადგურის სიმაღლე დედამიწის ზედაპირიდან 370 კმ-დან 417 კმ-მდე მერყეობს. მისი მოძრაობის საშუალო სიჩქარე 7.744 კმ/საათია. საერთაშორისო კოსმოსური სადგური, აშშ-ს, რუსეთის, იაპონიის, კანადისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის კოსმოსურ სააგენტოს ერთობლივი პროგრამაა.
დედამიწა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან