მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“უახლოეს დღებში მივიღებთ გადაწვეტილებას Wizz Air-ის რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით”

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მიმდინარე თვიდან, ანუ სექტემბრიდან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air საქართველოდან ფრენებს აღადგენს. ამის შესახებ მან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს დასკვნითი სხდომაზე ისაუბრა, რომელიც თბილისში ტარდება.

მინისტრმა დააკონკრეტა, რომ პირველ რიგში, ფრენები აღდგება “უსაფრთხო მიმართულებებით”.

“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან Rainair-იც აღადგენს ფრენებს.” – თქვა მან.

თურნავას თქმით, მხარეების კომუნიკაციის შედეგად გადაწყდება, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრენენ კომპანიები.

მოისმინეთ ნათია თურნავას განცხადება.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენა, თითქმის 6 თვეა, რაც შეზღუდა. ამ ეტაპზე, საქართველოდან ფრენებს მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია ახორციელებს, რომელთა ბილეთის ფასებიც, მანამდე ბაზარზე არსებულ მონაცემებს რამდენჯერმე აღემატება.

მსგავსი პოსტები

Back to top button