უალკოჰოლო სასმელების მარკირება იწყება [Video]

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დიალოგის ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა “ქართული ლუდის კომპანიაში“ გასვლითი შეხვედრა გამართა.

როგორც რადიო „ჰერეთს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები გახდა.

“სამინისტრომ გაითვალისწინა მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა და სეზონურობასთან დაკავშირებით მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საწარმოს წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს და მედიას აჩვენეს ქარხანაში დამონტაჟებული მარკირებისთვის საჭირო აპარატურა და პროცესი, თუ როგორ მოხდება პროდუქციის მარკირება.

ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ მთავრობის ამოცანაა: აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო არ გაძვირდეს პროდუქცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button