მნიშვნელოვანირეგიონი

უამინდობა და შეზღუდვები გზებზე

უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული რიკოთის უღელტეხილზე.

შეზღუდვები ეხება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილებას. რაც შეეხება მსუბუქ ავტომანქანებს, მათთვის მოძრაობა გზის ამ მონაკვეთზე შეუფერხებლად ხორციელდება.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გადაადგილება შეზღუდულია ხაშური-ახალციხე-ვალეს, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზეც

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა წალკის მუნიციპალიტეტში.

რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზეც. საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები წყლით დაიტბორა და დილიდან მოსახლეობა ვერ ახერხებს გამოსვლას.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყოველი წვიმის დროს პრობლემები ექმნებათ და არა ერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას, თუმცა პასუხი და შედეგი ვერ მიიღეს.

ბათუმის მერიაში ამ დროისთის კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button