კრიმინალირეგიონისიახლეები

უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

ჩხოროწყუში პოლიციელი კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს. პოლიციელთან ერთად, კიდევ ერთი პირია დაკავებული, რომელიც პოლიციელის სიმამრია. ორივე პირი იმ დროს აიყვანეს, როცა უაქციზო სიგარეტს მანქანაში აწყობდნენ.

მათი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 4 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

როგორც ირკვევა, პოლიციელს სიგარეტი მიკროავტობუსში, ტომარაში ჰქონდა დამალული, ზემოდან კი, თხილის ნაჭუჭი იყო დაყრილი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის გ პუნქტით, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button