მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე”- აქციას პარლამენტთან სტუდენტებიც უერთდებიან

თბილისში, პარლამენტის შენობის უკან აქცია მიმდინარეობს ორი მოთხოვნით. მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე და შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პუტინის ეს გადაწყვეტილება საქართველოს აშორებს ევროკავშირთან ააყენებს საერთაშორისო სანქციების რისკის ქვეშ
აქციის მონაწილის კახა წიქარიშვილის განცხადებით, „ფრენების აღდგენა ეს არის ლახვარი უკრაინელების ზურგში, ეს არის ევროპისგან დაშორება და არის რუსეთთან დაახლოება”.
აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ, რუსეთის ფედერაციასთან ფრენები არ აღადგინოს.

აქციის ორგანიზატორის, იურისტ, კახა წიქარიშვილის განცხადებით, საქართველოს არ აქვს მორალური უფლება რუსეთს დაუახლოვდეს და ევროკავშირს დაშორდეს.

“ჩვენ ვართ მოქალაქეების ჯგუფი, რომლებიც საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რუსეთის ფედერაციასთან არ აღადგინოს ფრენები. დღეს უკრაინაში არის ომი, დღეს უკრაინაში რუსული რაკეტები დაფრინავენ და ჩვენ მორალური უფლება არ გვაქვს, რუსული თვითმფრინავებით ვიფრინოთ. პუტინი საერთაშორისო დამნაშავედ არის გამოცხადებული და ჩვენ არ გაქვს უფლება მისგან საჩუქრები მივიღოთ.

არ გვაქვს უფლება რუსეთს დავუახლოვდეთ და დავშორდეთ ევროკავშირს.

ფრენების საკითხი არ არის კომფორტის საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი და ეს არის ევროპასთან დაშორების საკითხი”, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, მათ პარლამენტში ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია შეიტანეს.

“მოვითხოვეთ პირდაპირ ფრენებზე უარი. თუკი საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი ჩვენთან დიალოგში შემოვა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავსხდეთ და ჩვენი პოზიცია მივაწოდოთ”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

პარტია „ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ „საქართველოს მოსახლეობას აქვს ნათლად ჩამოყალიბებული საკუთარი პოზიცია, რაც ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მეტი რუსი საქართველოში. არ უნდა თუნდაც პირდაპირი ფენები თბილისსა და მოსკოვს შორის. მარტივი გამოსავალია ამ ყველაფრიდან – უარი ეთქვას რუსეთს პირდაპირ ფრენებზე”.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის წინააღმდეგ 14 მაისს პეტიცია გავრცელდა, რომელსაც მოქალაქეები აწერენ ხელს.

უარი რუსეთს და რუსულ უვიზო რეჟიმს – პეტიცია და პროტესტი პარლამენტთან. ერთ საათში ამ მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთან კრემლთან პირდაპირი ფრენების აღდგენას პარლამენტთან გააპროტესტებენ. ხალხის პროტესტს ერთადერთი ადრესატი ჰყავს – “ქართული ოცნება”.

აქციის ორგანიზატორების თქმით, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როცა უკრაინელები პუტინის ბარბაროსობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქართველ მებრძოლებთან ერთად თავისუფლებისთვის იღუპებიან, საქართველოს ხელისუფლების ეს ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია რუსული კურსის პირდაპირი აღიარებაა.

ცნობილი ხდება, რომ აქციას სტუდენტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს.

სააგენტომ ფრენებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას დღეს, 15 მაისს, მისცა. მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი შესრულდება 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ. 2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა – 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button