უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში.

შეშით დატვირთული სატვირთო მანქანა დაგორდა და ხეს დაეჯახა. სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო 30 წლამდე მამაკაცმა.

მისი გადარჩენა კასპის საავადმყოფოს ექიმებმა ვერ მოახერხეს.

წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სატრანსპორტო საშუალების მუხრუჭის გაუმართაობამ გამოიწვია.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button