მნიშვნელოვანირეგიონი
უბედური შემთხვევა კახეთში-ბრმა ტყვიას 52 წლის კაცი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა კახეთში- სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ქედელის დასახლებაში , ერთ- ერთ აგარაკზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის სტუმარს მოხვდა.
ტყვია სტუმარს გულმკერდის არეში მოხვდა და ის, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.