მნიშვნელოვანირეგიონი
უბედური შემთხვევა კახეთში ვეფხვისა და მოყმის მემორიალის ნაწილი ჩამოიშალა და არასრულწლოვანი მოიყოლა

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში -გარდაცვლილია 3 წლის ბიჭი.
შემთხვევა, სოფელ არხილოსკალოში, ვეფხვისა და მოყმის მემორიალთან მოხდა.
მემორიალის ნაწილი, მოულოდნელად ჩამოიშალა და იქ მყოფ მცირეწლოვანს დაეცა.
ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი მრავალშვილიანი ოჯახის ყველაზე პატარა წევრია.