რეგიონი

უბედური შემთხვევის შედეგად დარჩელში 34 წლის კაცი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა 34 წლის მამაკაცი დაიღუპა.

იგი ზვიად ოთხოზორიაა. ის იყო დარჩელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი.

“ისეთი სულის ადამიანი იყო ზვიადი, სული გული გვეწვის, სოფლის ტრაგედიაა”,-გვითხრა სოფლის მაცხოვრებელმა.

“დღე არ გავა რამე ცუდი არ მოხვდეს!!! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ზვიად. ძალიან ვწუხვარ. ოჯახს გამძლეობას გისურვებთ”,-წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.

მას მეუღლე დარჩა.

მსგავსი პოსტები

Back to top button