უბილეთო მგზავრობისთვის დაწესებული 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება.

ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორიც გარემოს დაცვის კომიტეტია.

მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.

პროექტის მიხედვით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-მდე მცირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button