უბიწობის სარტყელი [Photo]

ეს ბარელიეფი მილანის XIV საუკუნის ტაძარ კასტელო სფორცესკოში ინახება და შუა საუკუნეების ევროპის წეს-ჩვეულებებს ასახავს.

უბიწობის სარტყელი, ერთგულების ქამარი, ვენეციური გისოსი – ასე ეწოდებოდა მოწყობილობას, რომელიც სქესობრივი კავშირის დამყარებას შეუძლებელს ხდიდა.

ვენაში, არქეოლოგიური გათხრების დროს, მეცნიერებმა ქალის სამარხში ერთგულების ქამარი აღმოაჩინეს. იგი XVI საუკუნეში იყო დამზადებული.

ერთ-ერთმა გერმანელმა მონარქმა საჭიროდ მიიჩნია, რომ ჯვაროსნულ ლაშქრობაში წასვლის შემთხვევაში, მჭედელს, მისი ცოლისთვის რკინის ტრუსი ჩაეცმია, შინ დაბრუნების შემდეგ კი თვითონ ხსნიდა მას.

მოწყობილობა, გარკვეულწილად, საწამებელ იარაღს წარმოადგენდა. ეს იყო უზარმაზარი კონსტრუქცია, რომელსაც უამრავი კლიტე ჰქონდა.

„კეთილისმყოფელი მფარველი“ მჭდელს უფლებას აძლევდა, მოწყობილობაზე პატარა ხვრელი დაეტოვებინა, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ამ დროს პირად ჰიგიენაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ერთგულების ქამრის ერთადერთი გასაღები უშუალოდ ეჭვიან ქმართან ინახებოდა. ზოგიერთი ქალი ან მისი საყვარელი, მჭედელს, ქამრის გასაღების ასლს ამზადებინებდა.

გერმანელი მონარქის მიერ შემოღებულ სიახლეს, მამაკაცებში მოწონება ხვდა წილად და ერთგულების ქამრები მალე მთელს ევროპაში გავრცელდა. ისინი მოდურადაც კი მიიჩნეოდა. რენესანსის ეპოქაში, მდიდარი ქმრები, ცოლებისთვის ერთგულების ქამარს, ვენეციელ იუველირებს ოქროსაგან ამზადებინებდნენ და ძვირფასი თვლებით ალამაზებინებდნენ.

საუკეთესო ეგზემპლარებს ბერგამოსა და ვენეციაში ქმნიდნენ. სწორედ აქედან წარმოიშვა ერთგულების ქამრის სხვა სახელწოდებები – „ბერგამის ციხესიმაგრე“ და „ვენეციური ცხრაკლიტური“. ასეთი გამოთქმაც არსებობდა: „ცოლის ან საყვარლის ჩაკეტვა ბერგამული წესით“. უბიწობის სარტყლის ხანგრძლივი ტარება, ხერხემლის, ფეხების გამრუდებასა და სასქესო ორგანოების დაავადებებს იწვევდა.

„ვენეციური გისოსები“ დღემდე ინახება ევროპის მუზეუმებში.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”6182″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]

მსგავსი პოსტები

Back to top button