მნიშვნელოვანისიახლეები

,,უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ,,-პაპუაშვილმა რუკის შესახებ კომენტარი გააკეთა

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგის დროს, ერთ-ერთ სლაიდზე გამოსახულ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით იყო აღნიშნული, რადგან ამ ტერიტორიებზე „ქართულ ოცნებას“ დელეგატები არ ჰყავდა. გავრცელებულ კადრებში საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე აღიქმებოდა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ დელეგატების მონაწილეობის შესახებ საუბრისას, მან პრეზენტაციაზე ელექტრონულად აჩვენა საქართველოს რუკა და თქვა, რომ ოცდაათივე საარჩევნო ოლქში ჰყავდათ დელეგატები, რომლებმაც მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაატარეს. ამ ინფორმაციის ვიზუალურად გადმოსაცემად, პაპუაშვილმა „სლაიდზე“ აჩვენა საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი – ძნელად აღსაქმელი იყო.

პაპუაშვილმა შემდეგ „სლაიდზე“ წარმოადგინა „ცარიელი ფურცელი“, რომელიც, მისი თქმით, ოპოზიციის დელეგატების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებს ასახავდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ ოპოზიციას დელეგატები არ ჰყავდა, შესაბამისად, ისინი არც მოსახლეობას არ შეხვედრიან. ელექტრონულ რუკას, რომელზეც ადვილად აღქმადი არ იყო საქართველოს მთელი ტერიტორია, უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელში.

საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ, ბრიფინგის მიმდინარეობისას წარმოდგენილ, საქართველოს რუკას, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიები მკვეთრად აღქმადი არ არის.
მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება,

მისივე თქმით, როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შეთანხმდებიან, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ.

:მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება.

როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შევთანხმდებით, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
პაპუაშვილმა, ადამიანებს, ვინც სოციალურ ქსელში ბრიფინგზე წარმოდგენილი საქართველოს რუკა კრიტიკული ტექსტით გაავრცელა, სამარცხვინოები უწოდა.

„როგორც იცით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნებს ვერ ვატარებთ, შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამიტომ აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილები და სადაც ჩატარდა არჩევნები. საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ, დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული, მის გარშემო, არა საქართველოს ტერიტორიები, არის თეთრი ფერითაა გამოსახული. ესეც ხომ აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საერთოდ საქმე – ვინც მაგას აკეთებს, ეს ადამიანები ამ ქვეყნის შვილები არ არიან, ჩემი შეფასებით.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ის ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ხატია დეკანოიძის რეაქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „იმ ადამიანისგან, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი სხვა ქვეყნის სამსახურში ყოფნის გამო თქვა, შენიშვნას ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით ვერ მიიღებს“.

„ხატია დეკანოიძეს ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე აქვს უარი ნათქვამი. ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, იმისთვის, რომ პოლიციის ხელფასი მიეღო უკრაინაში. ხატია დეკანოიძისგან ამ ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით შენიშვნებს თუ განცხადებებს ვერ მივიღებ. როგორც პასპორტი მოგვიგდო ქართველს ხალხს და წავიდა, რომ უკრაინის პოლიციელის ფორმა ჩაეცვა და იქ ხელფასი აეღო, მიხედოს თავის წარსულს და ვინმეს თუ პრობლემა აქვს ფერების აღქმაში, სისულელეა, რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 343​ (1). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის ნებაყოფლობით ჩაბარებად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით განაცხადებს აღნიშნული საგნის წარდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით შეუწყობს ხელს მის ამოღებას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ჯერ კიდევ ბრიფინგის დასრულებამდე, პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განმარტა, პრეზენტაციაზე რატომ გამოიყენა რუკა, რომელმაც კითხვები გამოიწვია. ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა: „[რუკაზე] დროებით ოკუპირებული ტერიტორიები არ არის გამუქებული. ამ ყველაფერმა კითხვები გააჩინა, ვინაიდან ამ რუკაზე აღიქმება, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე არის მოცემული ეს რუკა. ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ამსახველი ელექტრონული რუკაა. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სოციალურ ქსელში საზოგადოების რეაქციას. გარდა ამისა, ამ ტიპის რუკის გამოყენება კანონითაც ისჯება. რატომ გადაწყდა ასეთი რუკის გამოყენება?“ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს შეკითხვა შეუბრუნა. „გაფიცებთ, ვინ მოგწერათ ეს კითხვა? – ამის შემდეგ კი პაპუაშვილმა სადავო რუკის შესახებ ილაპარაკა, – როგორც იცით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებს ვერ ვატარებთ და შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილები და სადაც ჩატარდა არჩევნები. საქართველოს სრულ ტერიტორიაზე, ოკუპაციის გამო, არჩევნები ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ, რომ დააკვირდნენ – საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუხი ფერით არის გამოსახული, მის გარშემო, არასაქართველოს ტერიტორიები არის თეთრი ფერით. ესეც აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საქმე. ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ამ ქვეყნის შვილები არ არიან, ჩემი შეფასებით“.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოში ამ დრომდე მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ გაიზიარა: ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. გარკვეული დროით, აღიარების გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ ვანუატუსა და ტუვალუს, მაგრამ შემდეგ გააუქმეს. ცხინვალსა და სოხუმში ამ ფაქტს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წელს შესული შესწორების თანახმად კი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის გამოყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button