“უცნობის” ღია წერილი

„საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, ყველაზე ცოტა, იუსტიციის მინისტრის და ჩემი მეგობარი პრემიერმინისტრის გარეშე არ იქნებოდა მიღებული“, – განცხადება გია გაჩეჩილაძემ გააკეთა. „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესის შეჩერებას ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

ციტატა უცნობის ღია წერილიდან:

“მინდა განვაცხადო, რომ გუშინდელი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, მიმართულია ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. საჯარო რეესტრი არის ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანონის აღსრულება და არ უნდა წამოეგოს შანტაჟს და სხვა სახის მანიპულირებად მოქმედებებს. ამ შემთხვევაში, ადგილი გვაქვს ტელეკომპანია „მაესტროს“ და „რუსთავი 2“-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის მართვის მცელობასთან, რომლის პირველი მსხვერპლი გახდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა – საჯარო რეესტრი. ასეთი ქმედებით საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას. მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე, ასეთი უპრინციპო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ზემდგომი ორგანოების ჩარევის გარეშე. ყველაზე ცოტა ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და ჩემი „მეგობრის“ – პრემიერ მინისტრის გარეშე”, – ნათქვამია გია გაჭეძილაძის ღია წერილში.

მსგავსი პოსტები

Back to top button