უცნობმა მამაკაცმა პრინც უილიამის სასახლის წინ თავი დაიწვა [Photo]
ინგლისში უცნობმა მამაკაცმა პრინც უილიამის რეზიდენციასთან – კენსინგტონის სასახლის წინ თავი დაიწვა. ინციდენტი წუხელ მოხდა. თვითმკვლელი უახლოეს ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დამწვრობის გამო იგი უცებ გარდაიცვალა, – წერს The Daily Mirror.
შემთხვევის ადგილზე კენგსინგტონისა და ჩელსის ოლქის პოლიცია კენგსინგტონის სასახლის დახურულ პარკში 03:06 საათზე გამოცხადდა და ალმოდებული კაცი აღმოაჩინა. მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველების ვარაუდით, ინციდენტს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.
შემთხვევიდან 3 საათით ადრე სკოტლანდ იარდს შეატყობინეს, რომ ლონდონის ცენტრში მდებარე ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგა. პოლიციამ მის კვალს ვერ მიაგნო, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სასახლის წინ აუტოდაფე ზუსტად ამ ადამიანმა მოიწყო.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ინფორმაციით, შემთხვევის დროს პრინცი უილიამი და მისი მეუღლე კენგსინგტონის სასახლეში არ იმყოფებოდნენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29166″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]