უძველესი წიგნების ხელახალი დაბადება
ესპანეთის ნაციონალურმა ბიბლიოთეკამ, საცავებში დაცული უძველესი ხელნაწერების, ციფრულ მატარებზებზე გადატანის პირველი ეტაპი დაასრულა. ინკუნაბულა – ასე ეწოდება უძველეს ფოლიანტებს, რომელიც ბიბლიოთეკის საიტზეა განთავსებული.
XV საუკუნეში დაბეჭდილი წიგნების 350 ეგზემპლარი, ლათინურ, ესპანურ და კატალონურ ენებზე, ბარსელონაში, სევილიასა და ბურგოსში, შუა საუკუნეების გერმანელი ოსტატების მიერ იყო გამოქვეყნებული.
აგრეთვე, ბიბლიოთეკა, უახლოეს მომავალში, XV-XVI საუკუნეებში გამოცემული გრავიურების, ციფრულ მატარებლებზე გადატანას გეგმავს.