სპორტი

უეინ რუნის შვილი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს

11 წლის კაი რუნი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიაში ჩაირიცხა.

ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერული კლუბის ყოფილი ფეხბურთელის, უეინ რუნის შვილმა მამის გუნდში თამაში ირჩია და გუნდთან პროფესიონალური კონტრაქტი უკვე გააფორმა.

კაი, „იუნაიტედის“ ასაკობრივ გუნდში 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

წითელი ეშმაკუნების ვეტერანი ვარსკვლავი მისი ცხოვრების სასიამოვნო მოვლენას სოციალურ ქსელ ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა: „საამაყო დღეა, შვილო, განაგრძე თავდაუზოგავი შრომა“ – დაწერა ინგლისური გრანდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა უეინ რუნმა.

„იუნაიტედში“ რუნიმ 500 შეხვედრა ჩაატარა და 253 გოლის ავტორი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button