მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უელსის პრინცესას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ ქეით მიდლტონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც უელსის პრინცესამ აღნიშნა, დიაგნოზის მიუხედავად, ის თავს კარგად გრძნობს და დღითიდღე ძლიერდება. დაავადების შესახებ კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება, თუმცა კენსინგტონის სასახლე იუწყება, რომ პრინცესას სრულად გამოჯანმრთელებაში დარწმუნებული არიან.

უელსის პრინცესამ აღნიშნა, რომ იანვარში, როდესაც მას მუცელზე ოპერაცია ჩაუტარდა, სიმსივნის არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო და დაავადების შესახებ მან მხოლოდ ოპერაციის შემდგომ ჩატარებული ტესტებიდან შეიტყო. მისი თქმით, ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყო

“ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა, ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო იყო. ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გამევლო და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე ვარ.”- – აღნიშნა უელსის პრინცესამ.

ქეით მიდლტონის განცხადებით, ახლა მის ოჯახს სჭირდება გარკვეული დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა.

„ბიბისის“ ცნობით, პრინცესა და პრინცი უილიამი არ გამოცხადდებიან სამეფო ოჯახთან ერთად აღდგომის კვირას. წყვილი პრინცესასთვის იანვარში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოების მხრიდან განხილვის ობიექტები არიან. შობის შემდეგ უელსის პრინცესა არცერთ ოფიციალურ ღონისძიებას არ დასწრებია.

ვიდეომიმართვაში ქეით მიდლტონმა ისაუბრა ოჯახის მხარდაჭერის შესახებაც.

„ჩემ გვერდით უილიამის ყოფნა კომფორტისა და მშვიდად ყოფნის დიდი წყაროა, ისევე – როგორც სიყვარული, თანადგომა და სიკეთე, რაც ამდენმა თქვენგანმა გამოიჩინა. ეს ორივესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა ქეით მიდლტონმა.
5 თებერვალს, ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინდა.

მონარქს პროსტატაზე მკურნალობდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის და რომელი სტადიის სიმსივნე დაუდგინეს. ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ სიმსივნე პროსტატას არ უკავშირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button