ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

„სილიკონ ველის“ ინვესტორების ტრენინგზე დასასწრებად, სტარტაპების რეგისტრაცია იწყება

თბილისის მერიის,  ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკისა“ და Start Up Grind Tbilisi-ის ინიციატივით, 12-13 ნოემბერს, თბილისს „სილიკონ ველის“ ტოპ ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები: Catapult Ventures-ის მმართველი პარტნიორი – ჯონათან თაუერი (Jonathan Tower),   საერთაშორისო გეიმინგ ჰოლდინგის Game Groove Capital-ის  მმართველი საბჭოს წევრი – მარვინ ლიაო (Marvin Liao) და US Market Access Center-ის დამფუძნებელი – კრის ბერი (Chris Burry) ესტუმრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, 13 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ტრენინგი – „როგორ მოვემზადოთ ვენჩურული კაპიტალის მოსაზიდად“ (Getting Ready to Venture Capital), რომელსაც ჯონათან თაუერი, მარვინ ლიაო და კრის ბერი ჩაატარებენ და ქართული სტარტაპების წარმომადგენლებს გაუზიარებენ გამოცდილებას ვენჩურული ფონდების მიერ სტარტაპების შერჩევის პროცესისა და სტარტაპების სწრაფი ზრდის პოტენციალის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ. ისინი ასევე, ისაუბრებენ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებსა“ და ვენჩერული ფონდების განსხვავებაზე.

პროექტის მიზანს ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა და საინვესტიციო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს, რაც ვენჩურული ფონდების შემოსვლის მხარდაჭერასა და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად, ქართული სტარტაპების შესაბამის მომზადებას გულისხმობს.

ტრენინგზე დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, 12 ნოემბრის 18:00 საათამდე, მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/B896eCnu5ZtqxTiK8.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button