უეფა სუპერლგის კლუბებს ვეღარ დასჯის. რეალის, ბარსელონას და იუვენტუესის განცხადება
ბარსელონამ, მადრიდის რეალმა და ტურინის იუვენტუსმა სუპერლიგასთან დაკავსირებით საკუთარ ვებ-გვერდებზე საერთო განცხადება გაავრცელეს.
პეტიციის მიხედვით, მადრიდის სასამართლომ უეფას მოუწოდა, ის სანქციები გააუქმოს, რომელიც მან სუპერლიგის დამფუძნებელ კლუბებს დააკისრა.
ასევე, შეწყვიტოს სამივე ზემოხსენებული კლუბის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება და მოხსნას დანარჩენი 9 კლუბის წინააღმდეგ დაწესებული ჯარიმები და სხვა შეზღუდვები.
განცხადებაში წერია:
“სასამართლომ მხარი დაუჭირა ევროპის სუპერლიგის ორგანიზატორთა პოზიციას და უარყვეს უეფას აპელაცია.
ჩვენი პასუხისმგებლობაა გავუმკლავდეთ ფეხბურთის წინაშე მდგარ გამოწვევებს. უეფამ თავი ევროპული საფეხბურთო ტურნირების კანონმდებლად, ერთადერთ ოპერატორად, ერთადერთ მფლობელად და მენეჯერად წარმოაჩინა. არადა, ევროპულ ტურნირებში მონაწილე კლუბებს უფლება აქვთ თავიანთი ტურნირები თავად მართონ.
ერთგულნი ვართ ევროპის სუპერლიგის პროექტის და ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ მისი კონსტრუქციული განვითარება.
შეგახსენებთ, რომ 12-მა ევროპულმა კლუბმა სუპერლიგა დააფუძნა, რასაც თავის დროზე დიდი სკანდალი მოჰყვა.