“უეფამ” “დინამოს” სანქციები დააკისრა
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, აზერბაიჯანულ გაბალასთან, თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო უეფამ თბილისის დინამოს სანქციები დააკისრა.
უეფას ეგიდით გამართულ ტურნირზე დინამო ერთ საშინაო შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს. ასევე, კლუბს 20 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
საფეხბურთო ორგანიზაციამ ანალოგიური სასჯელი პოლონურ ლეხსაც გამოუტანა, რომელიც ევროთასების ერთ საშინაო შეხვედრას, ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს და კლუბს 50 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.