სპორტი

უეფამ ევროპის ჩემპიონატის 5 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი დაასახელა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევრო 2020-ზე მოთამაშე 5 უსწრაფესი ფეხბურთელი გამოავლინა. იტალიის ნაკრების წარმატებას ამის შემდეგ ალბათ სწორედ ამ ფაქტორს დაუკავშირებენ. საგულისხმოა, რომ „სკუადრა აძურაში“ 2 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია. ხოლო უელსის, ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებებში – თითო-თითო მოთამაშე.

ტოპ 5-ეულის სათავეში 28 წლის იტალიელი მცველი ლეონარდო სპინაცოლაა.ფეხბურთელი მოედანზე 33, 8 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

მეორე ადგილის მფლობელი უელსის ნაკრების და მანჩესტერ-იუნაიტედის ნახევარმცველი დენიელ ჯეიმსია. ჯეიმსი 33,5 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

მესამე ადგილი ერგო ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ-სიტის თავდამსხმელას, რაჰიმ სტერლინგს. სტერლინგის გარბენი 33,1 კმ/სთ-ია.

ჩამონათვალში მეოთხეა შვეიცარიელი ბრილ ემბოლი. გლადბახის თავდამსხმელი 32,8 კმ/სთ-ს ავითარებს.

იტალიის ნაკრების კიდევ ერთ მოთამაშეს კატეგორიაში მეხუთე პოზიცია უკავია. „ნაპოლის“ მცველი ჯოვანი დი ლორენცო 32,6კმ/სთ სიჩქარით დარბის.

მსგავსი პოსტები

Back to top button