მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა, თურქეთს კი 25 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა

უეფამ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა.

საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის სტადიონზე მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ, UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) 30 000 ევროთი დააჯარიმა, ხოლო თურქეთი – 25 000 ევროთი.

NY Times-ის ცნობით, UEFA-ს მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ფულადი ჯარიმების საერთო რაოდენობაა 1 293 645 ევროს შეადგენს.

ჩემპიონატის მასპინძელი გერმანია სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო ორჯერ დაჯარიმდა – პორტუგალიასთან საქართველოსა და თურქეთის მატჩების დროს მოედანზე შესული გულშემატკივრების გამო. საერთო ჯამში 20 000 ევროთი, სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო – რაც ეხებოდა პორტუგალია-თურქეთსა და პორტუგალია-საქართველოს მატჩების დროს მოედანზე თამაშის დროს შესულ მხარდამჭერებს. თამაშების დროს და მის შემდეგ მოედანზე ბევრი გულშემატკივარი რონალდუსთან ფოტოების გადასაღებად შეიჭრა.

რვა გუნდი, უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია, გულშემატკივრების მიუღებელი ქცევისთვის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის დროს დააჯარიმეს.

24-დან 21 ნაკრები დაჯარიმდა. დაჯარიმებულთა შორის საფრანგეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი არ მოხვდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button