უეფამ სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის თარიღი დაადგინა

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები 22 ივნისიდან გაიყიდება.

შეგახსნებთ, რომ 11აგვისტოს თბილისში “დინამო არენას” სტადიონზე ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.

ბილეთები სამ კატეგორიაში გაიყიდება:

კატეგორია 1: 70 ლარი (30 ევრო)
კატეგორია 2: 30 ლარი (14 ევრო)
კატეგორია 3: 15 ლარი (7 ევრო)

ბილეთების ყიდვა მხოლოდ საკრედიტო ბარათით იქნება შესაძლებელი, ხოლო შემდეგ მათი ამობეჭდა იქნება აუცილებელი. ის მომხმარებლები, ვინც ბილეთის ადგილზე მიტანას მოითხოვს დამატებით თანხას გადაიხდის მომსახურებაში.

ბილეთის ყველა მყიდველი ვალდებულია წესებსა და პირობებს დაემორჩილოს. მოტყუების მცდელობისას უეფა მხრიდან სანქციები გატარდება. მიღებული განაცხადები ყურადღებით იქნება შემოწმებული, რომ ის ადამიანები, რომლებსაც უფლება არ აქვთ სტადიონზე შესვლის მატჩს არ დაესწრონ.

უეფა ფეხბურთის ყველა მოყვარულს შეახსენებს, რომ ბილეთები ან კორპორატიული პაკეტები, რომლებიც არალეგალურ გამყიდველისგან, სააგენტოსგან ან საიტიდან იქენბა ნაყიდი, შესაძლოა ყალბი აღმოჩნდეს. შესაბამისად ყალბი ბილეთების მფლობელები სტადიონზე ვერ შევლენ.

თითოეული ბილეთი იქნება პერსონალიზირებული, ხოლო სტადიონზე ბილეთის მფლობელის ინდენტიფიცირება მოხდება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button