უეფას სუპერ თასი ენგურის ხიდზე [Photo]
ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და სუპერთასის თასები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ენგურის ხიდზე ჩაიტანეს.
თასები „ტროფი ტურის“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაიტანეს.
უეფას სუპერ თასი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას გასცდა და ადგილი ენგურის ხიდზე დაიმკვიდრა. ფოტოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა, – „აფხაზეთის ტერიტორიაზე გადამსვლელი ქართველი და აფხაზი მოსახლეობა განსაკუთრებით აღაფრთოვანა ასეთმა მოულოდნელობამ“.
ევროპის სუპერთასი თბილისში 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გათამაშდება.
საუბრის დასასრული