ნიუ-იორკის ცენტრში კრანი სახლს დაეცა [Photo/Video]

ნიუ-იურკის ცენტრალურ რაიონში, მანჰეტენზე, სამშენებლო ამწე-კრანი დაეცა.

რამდენიმე მაღლივი შენობა დაზიანდა, 10 ადამიანი დაშავდა.

წინასწარი მონაცემებით, მუშებს, კრანის მეშვეობით, სახლის ზედა სართულებზე ჰაერის კონდიცირების დანადგარი აჰქონდათ, რომელიც 4 ტონას იწონიდა. ერთმა ტროსმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და გაწყდა. დანადგარი ავტომობილს დაეცა, რომელშიც ადამიანი იმყოფებოდა.

ინციდენტი, 261 Madison Avenue-ზე, ნიუ-იორკის ცენტრალური ვაგზლის და ცნობილი 102 სართულიანი ცათამბჯენის Empire State Building-ის შორიახლოს მოხდა.

ნიუ-იორკის სახანძრო სამმართველოს ცნობით, ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”8105″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]

მსგავსი პოსტები

Back to top button