მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უილსონი ივანიშვილის და მისი ოჯახის დასანქცირების მოთხოვნით EU-ს და ბრიტანეთს მოუწოდებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პარტია „ქართული ოცნების“საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ გამოდის.

ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აშშ-ს შეუძლია სანქციების დაწესება იმ ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ივანიშვილის ქონებას მართავს.

„ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მოვუწოდებ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, მისი უახლოესი ოჯახი და მისი ახლო მეგობრები. შეერთებულ შტატებს შეუძლია მეორადი სანქციებით დაწესება იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც მის უკანონო სიმდიდრეს მართავენ. ტრამპი ამას გამოასწორებს“, – წერს უილსონი.

მსგავსი პოსტები

Back to top button