,,უილსონის ინიცირებული სიგიჟეს მავნებლური აქტი დავარქვათ, რადგან კავშირი არ აქვს მეგობრობასთან,,-ზარქუა

ვაშინგტონში საქართველოს მხარდამჭერი MEGOBARI Act-ი მიიღეს, თბილისში კი ოცნების წარმომადგენლები ამ ფაქტს დიფ სთეითის მორიგ შეთქმულებად მიიჩნევენ და „სამარცხვინოს“ უწოდებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ქართული ოცნების გარემოცვაში მორიგი ფსონი კეთდება დონალდ ტრამპზე, რომლის გამარჯვებასაც თითქოს მარტო საქართველო კი არა, მთელი ცივილიზებული სამყარო ელოდება. დეპუტატ გიორგი ჩაკვეტაძისთვის ყველაფერი აშკარაა
“ვგულშემატკივრობთ დონალდ ტრამპს, ზოგადად გლობალური ომის პარტიის, დიფ სთეითის დამარცხებაში… ის აქტი, რომელიც ჩვენი დროით გამთენიისას დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ, არის სამარცხვინო აქტი… წარმატებებს ვუსურვებ დონალდ ტრამპს.”
პარტია “ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი შიშობს, რომ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს შიდა შტატური სისტემის ბნელ ძალებს, მსხვერპლი მხოლოდ საქართველო არ იქნება:
“უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ტრამპი დაამარცხებს დიფ სთეითს, მაგრამ თუ ვერ მოახერხებს, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც.”
ლევან მახაშვილს კი მიაჩნია, რომ “ე.წ. მეგობრობის აქტი” საერთოდ არაფერ საერთო არა აქვს მეგობრობასთან და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაზიანებაა:
“ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, გარდა მეგობრობისა… იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში “დიფ სთეითი” დაამარცხოს.“
ე.წ მავნებლური აქტი დავარქვათ, რადგან მას არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან, ჩვენს ქართულ სახელმწიფოსთან და საქართველოს ინტერესებთან – ეს არის უილსონის ინიცირებული სიგიჟე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათთვის „MEGOBARI აქტი” ნულოვანია და არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს.
მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
ზარქუა „MEGOBARI აქტს“ ჯო უილსონის ინიციირებულ სიგიჟეს უწოდებს.
“ბატონი უილსონი არის, აი ვინ გითხრათ, აი უკრაინაში ჰყავთ, რა ჰქვია სულ რომ ურტყამენ და არასერიოზულად აღიქვამენ, რადას დეპუტატი ერთი, გონჩარენკო. ჩვენთან მაგალითად ჩემ ხაბეს უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს, იმიტომ, რომ რას ჰქვია ხაბე პარტიის თავმჯდომარე იყო, ნუ დასცინით, ახლა არ არის, მაგრამ ხომ იყო, იმას გაცილებით მეტი წონა აქვს ვიდრე უილსონს. აი უილსონის ინიცირებული რაღაც სიგიჟე და უილსონი ხომ იცით რომელი კონგრესმენია, აი ხაზარაძეები რომ დაპატიჟა, ძვირი რომ გადაახდევინა ინაუგურაციის ბილეთებზე და მერე გარეთ წვიმაში რომ დააყენა, თაღლითი. პლუს ყიდის ყველაფერს, კონგრესმენია კაცი და ყიდის დროშებს, ემბლემებს, რაღაცა რომ ფული გააკეთოს. ამ კაცის, ამ ღირებულების, ამ მორალის კაცი არის ავტორი ამ ე.წ. აქტის“, – განაცხადა ზარქუამ.
მისივე თქმით, ეს აქტი ნულოვანია და არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს. მანვე აღნიშნა, რომ ტრამპს არ სჭირდება დამატებითი აქტები, რომ რომელიმე ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციროს.
“რა წერია ამ აქტში, რომ საქართველომ თურმე გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს და კურსს და რატომ? იმიტომ, რომ ჩინეთთან გააფორმესო ხელშეკრულება და ანაკლიის პორტში ჩინელები შემოიყვანესო. პირველი, ჩვენ ერთი შვიდჯერ გვქონდა, მე პირადად ბრიფინგი და ჩვენს ლიდერებს კიდევ უფრო მეტი, რომ იქნებ ამერიკელები დაინტერესდნენ ანაკლიის პორტით და შემოვიდნენ – არც დაინტერესებულან, ინტერესიც არ გამოუხატავთ, რომ იქნებ შემოსულიყვნენ და ჩაედოთ კაპიტალი. ეს ერთი და მეორე, ჩინეთთან ურთიერთობას ჩვენ გვამადლით და ჩვენ გვსაყვედურობთ? ლიდერი არ დარჩა ევროკავშირში, საფრანგეთი გინდა თუ ევროპის ქვეყნები, სადაც არ ეახლნენ და მოკავშირეობის ხელშეკრულება არ დადეს, ზოგმა სტრატეგიული, ზოგმა მემორანდუმი დადო ჩინეთთან და ესე იგი ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ. ესე იგი თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ „გამჭვირვალობის კანონი“ – ჩვენ არ უნდა მივიღოთ. და ბოლოს, ჩვენთვის ნულოვანია, არანაირი ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს ეს აქტი და თან იმ ხალხმა დაუჭირა მხარი ჩვენს წინააღმდეგ, ვინც თავის დროზე ტრამპის დაჭერას და ტრამპის ჩამოგდებას აპირებდნენ და იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი და ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა?! არა, ბუნებრივია. და ბოლოს ყველას შევახსენებ, რომ ტრამპს ნამდვილად არ სჭირდება დამატებითი აქტები, რომ რომელიმე ჩვენი ლიდერი ან ჩვენი ქვეყანა დაასანქციროს, ეს არის ჩვეულებრივი უილსონის მიერ შეთითხნილი და გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული დემოკრატების მთელი არმიაა, 300-მდე კაცია და რესპუბლიკელების ნაწილი, რომლებიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ამერიკულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზება.
“ნრმალიზება მიდის ჩვენი ამერიკულ-ქართული ურთიერთობების, შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტორს: პირველი ის არის, რომ გახსოვთ ლუციფერს რომ ჰგავდა, მათი თეთრი სახლის სპიკერი რომ იყო, მილერი, დღე არ გავიდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გაეშავებინა, ჩვენი ლიდერები, სანქცია და რაღაც სიგიჟეებს იძახდა – დამთავრდა ეს, სადმე ჩანს? ვინმე ახსენებს საქართველოს? თუ ახსენებს მხოლოდ იმ კონტექსტში, აგერ იყო ჩასული ჩვენი დელეგაცია, ბატონი დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური ბლოკი, ეროვნულ ბანკთან ერთად. საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართა და ასე, რომ ნორმალიზება მიდის ჩვენი პროცესების, იმათი არეულის დალაგება მიდის ახლა. ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება, ეს მავნებლებს აქ უხარიათ და ირბინონ, უილსონები არიან თვითონ, გონჩარენკოები, აი ამათი ნამოქმედარით გაიხარონ გული“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა.
რაც გუშინ „MEGOBARI აქტის“ სახით იქნა მიღებული, ამას, რა თქმა უნდა, მეგობრობასთან არაფერი კავშირი არ აქვს და შეიძლება პირიქით, მტრობადაც ჩაითვალოს, თუმცა უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი აქტი.
„ჩვენ გულწრფელად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპს, შეასრულოს საკუთარი საარჩევნო დაპირება, რომ დაამარცხოს „დიფ სთეთი“. იცით, რომ ვიცე-პრემიერს [ლევან დავითაშვილს] სახელმწიფო დეპარტამენტში სერიოზული შეხვედრები ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დღესაც მზად ვართ ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. თუმცა რაც გუშინ MEGOBARI აქტის სახით იქნა მიღებული, ამას რა თქმა უნდა, მეგობრობასთან არაფერი კავშირი არ აქვს და შეიძლება პირიქით, მტრობადაც ჩაითვალოს. თუმცა უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი აქტი და სურვილი, რომ სიმართლე ტყუილად გამოაცხადონ. ის ბედნიერი სახეები, რაც დღეს ოპოზიციას დილიდან აქვს, ეს ერთი დღის სიხარულად შეიძლება ჩაითვალოს. იქ ძალიან ბევრი უზუსტობა, ტყუილი და დეზინფორმაცია წერია, რომელიც მანამდეც არაერთხელ მოგვისმენია იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციებში, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონეზე აყვანის საშუალება გვექნება, რომელიც გვქონდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცები ავღანეთშიც და ერაყშიც სწორედ ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ, რაც შეეხება იმ უზუსტობებს, რაც ანაკლიის პორტთან მიმართებაში რაღაც კორუფციულ გარიგებებთან და ა.შ. იყო, ეს უბრალოდ ტყუილია და სამწუხაროა, რომ კონგრესმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კანონად არ იქცევა. რადგან ტრამპმა ყველაზე კარგად იცის, რა საჭიროებებია დღეს მსოფლიოში, მათ შორის, მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით რა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, ეს საბოლოოდ, კანონად არ იქცევა”, – განაცხადა ბოჟაძემ.
ე.წ. „MEGOBARI აქტი“ ტესტია, თუ რამდენად სრულდება დონალდ ტრამპის პირობა, რომ ის არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას დაასრულებს – კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა, ეს ტრამპის გადაწყვეტილებასთან არანაირ კავშირში არ არის! ტრამპი მის აღსრულებაზე ვალდებული არანაირად არ არის! – აღნიშნული განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.
მაჭავარიანმა აღნიშნა ისიც, რომ „MEGOBARI აქტის“ ინიციატორია და მის ავანგარდშია ჯო უილსონი, „რომელიც ბოლომდე გაშიფრულია, როგორც ჩვეულებრივი ლობისტი“. “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ამავე კონტექსტში განაცხადა, რომ უილსონის პოსტები „პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ზის“.
„ამ აქტით ოპოზიცია სულდგმულობს. მძიმე მდგომარეობაში არიან და ზეიმობენ, როცა ეს აქტი რაღაც ეტაპს გაივლის ხოლმე. ეს ზეიმი ერთი – ორი დღე გრძელდება, მაგრამ საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური შოუ! „MEGOBARI აქტში“, რეალურად კი მტრულ აქტში, მეგობრული არაფერი წერია. რაც მასშია ჩაწერილი – სანქციების ნაწილი და ა.შ, ეს ყველაფერი ბატონ ტრამპს შეუძლია დღესვე აამოქმედოს. შეეძლო ერთი თვის წინ აემოქმედებინა. შეუძლია აამოქმედოს ერთი თვის შემდეგ. ეს კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა, ტრამპის გადაწყვეტილებასთან აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის!“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში დადასტურდება, რომ „იმ მომენტისთვის აშშ-ში, Deep State-ის არაფორმალური მმართველობის გავლენები ვერ იქნა შემცირებული“.
„რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკური შოუს ნაწილს, რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციისთვის გადმოგდებული „სატოპკეა“ ოპოზიციის ამომრჩეველი ძირითადად ოპოზიციურ არხებს უყურებს. ეს მედია საშუალებები ამბობენ, რომ თუ კანონპროექტი კანონად იქცა ტრამპი ვალდებული იქნება, რომ აღასრულოს. ტრამპი მის აღსრულებაზე ვალდებული არანაირად არ არის! – ეს ყველაფერი ტრამპს რომ უნდოდეს, კანონპროექტის გარეშეც სრული ლეგიტიმაცია აქვს, რომ ასეთი ქმედებები გააკეთოს.
ერთადერთი მინდა გავმიჯნო და დავუშვათ, რომ თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცა, ეს არის ერთგვარი ტესტი იმ მდგომარეობისთვის, თუ რამდენად არის შესუსტებული “გლობალური ომის პარტიის“ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენები აშშ-ში.
ტრამპმა არაფორმალურ მმართველობას ღია ბრძოლა გამოუცხადა, თუმცა ისეთი ტემპით ეს ბრძოლა ტრამპის სასარგებლოდ ვერ მიიწევს. მან ბევრი რამ გააკეთა: – დაიწყო ბიუროკრატიის წმენდა, აკრძალა ძირითადი ინსტრუმენტების დაფინანსება, როგორც არის USAID, როგორიც არის NED. სერიოზული ბრძოლაა და თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ერთადერთი დასტური იქნება, რომ იმ მომენტისთვის Deep State-ის არაფორმალური მმართველობის გავლენები აშშ-ში იმ დონეზე შემცირებული ვერ იქნება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
რაც არ უნდა სახელი ჰქონდეს ამ აქტს, ცალსახად არამეგობრული ნაბიჯია , – ასე აფასებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას.
ამასთანავე, ხუციშვილი იმედს გამოთქვამს, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი საბოლოოდ კანონის სახეს არ მიიღებს, რადგან მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დააზიანებს.
„სანქციებთან მიმართებაში მივიღე ინფორმაცია, რომ განხილვა იყო კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა იმედი მაქვს, საბოლოოდ აღნიშნულ კანონპროექტს არ ექნება კანონის სახე, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, მხოლოდ და მხოლოდ, აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ასეთი ტიპის ურთიერთობების დაზიანება ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში და არ უნდა იყოს წესით არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. ბუნებრივია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დასანქცირება არ არის კარგი, ეს ნამდვილად არ არის „მეგობრული“ ნაბიჯი. რაც არ უნდა სახელი ჰქონდეს ამ აქტს, ცალსახად არამეგობრული ნაბიჯია“, – განუცხადა ლაშა ხუციშვილმა
ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ სენატი უკეთესად გაერკვევა საქართველოში არსებულ ვითარებაში, უკეთესად დაინახავს, თუ რა არის დღეს მნიშვნელოვანი საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და “მეგობარ აქტს“ გაგრძელება აღარ ექნება, ის საბოლოოდ კანონის სახეს ვერ მიიღებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პატა სალიამ განაცხადა.
მისი თქმით, კონგრესის მიერ მიღებული აქტი არსებითად მცდარ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება.
“მეგობარი აქტი” თავისი შინაარსით საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ მეგობრული ნამდვილად არ არის. ეს აქტი მეგობრული შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ძალების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, ძალადობრივი გზით შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში. სამწუხაროა, რომ ეს აქტი, რომელიც მიღებულია კონგრესის მიერ, ეფუძნება არსებითად მცდარ ფაქტობრივ გარემოებებს. თუნდაც ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თითქოს საქართველომ უარი უთხრა ამერიკელ ინვესტორებს – არ არსებობს ბუნებაში დოკუმენტი ან წყარო, რომელიც დაადასტურებდა ამგვარ ცილისმწამებლურ განცხადებას და, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი გადაუმოწმებელი, დაუსაბუთებელი, მანიპულირებული ფაქტები გახდა საფუძველი, რომ კონგრესს მსგავსი აქტი მიეღო. თუმცა წინ არის განხილვები სენატში, წინ არის პრეზიდენტის ხელმოწერა. ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ სენატი უკეთესად გაერკვევა საქართველოში არსებულ ვითარებაში, უკეთესად დაინახავს, თუ რა არის დღეს მნიშვნელოვანი საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ამ აქტს გაგრძელება აღარ ექნება, ის საბოლოოდ კანონის სახეს ვერ მიიღებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ “მეგობარი აქტის” მხარდაჭერაზე საუბრობს და მას, როგორც “ლაკმუსის ქაღალდს” ისე მოიხსენიებს.
მისი თქმით, აღნიშნული აქტი არის არამეგობრული, რომელიც მიკერძოებულ პოლიტიკურ შინაარს ატარებს და სწორედ ეს დოკუმენტი იქნება ფაქტობრივი დადასტურება იმისა, თუ რა ეტაპზეა პრეზიდენტი ტრამპის ბრძოლა “არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის” იგივე deep state-ის წინააღმდეგ.
მეგრელიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” პოლიტიკურად დაინტერესებულია და გულშემატკივრობს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ( deep state ) ბრძოლაში.
“ქართული ოცნება” პოლიტიკურად დაინტერესებულია და გულშემატკივრობს აშშ- ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ( deep state ) ბრძოლაში.
მთავარია დონალდ ტრამპის ეს ბრძოლა იყოს შედეგზე ორიენტირებული და გახდეს
პოლიტიკური მოტივაცია, გნებავთ ერთგვარი იმედი საქართველოსა და სხვა მსგავსი ქვეყნებისათვის რომ deep state “მოუშვებს” ან საერთოდ ჩახსნის მათ მიმართ პოლიტიკურად მოჭიმულ მარწუხებს.
ამ პროცესში ეგრეთწოდებული “მეგობარი აქტი” იქნება პირველი და მთავარი ლაკმუსის ქაღალდი, მთავარი მანიშნებელი იმისა, მოახერხებს დონალდ ტრამპი “არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის” დასრულებას, თუ საქმე გვაქვს უბრალოდ deep state – ის რებრენდინგთან.
უშუალოდ დოკუმენტზე ბევრი არაფერია სათქმელი. ეს არის არამეგობრული აქტი რომელიც მიკერძოებულ პოლიტიკურ შინაარს ატარებს და სწორედ ეს დოკუმენტი იქნება ფაქტობრივი დადასტურება იმისა თუ რა ეტაპზეა პრეზიდენტი ტრამპის ბრძოლა “არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის” იგივე deep state – ის
წინააღმდეგ. მეგობარი აქტით გამოიკვეთება არის ეს მოსაგებად დაწყებული ბრძოლა თუ ისევ deep state ის რებრენდინგის რეპეტიციაა?” – წერს თამთა მეგრელიშვილი.
2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება „ქართული ოცნების“ ლიდერებს იმედით აღავსო: თითქოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ვაშინგტონთან დაძაბული ურთიერთობები გადაწყდებოდა, ხოლო კონგრესში ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, გაქრებოდა. მმართველ პარტიაში ღიად საუბრობდნენ ღირებულებით თანხვედრაზე ტრამპის ადმინისტრაციასთან და იმაზე, რომ აშშ-ის საგარეო კურსი საქართველოს მიმართ შეიცვლებოდა.
„დონალდ ტრამპს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე მის წინამორბედს, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება“, – აცხადებდა თეა წულუკიანი 2025 წლის 25 იანვარს.
„მგონია, რომ დროა უკვე ცვლილებები მოხდეს და ველოდები, რომ ტრამპი შეძლებს, ამერიკა გახადოს უფრო დიადი და სამართლიანი. მე მხარს ვუჭერ ბატონ ტრამპს, ამიტომ, Mr. Trump, გამარჯვებები!“, – ამბობდა ირაკლი ზარქუა.
„ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს მიმართ ინტერესები შეიცვლება“, – ამბობდა მამუკა მდინარაძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
„20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა“, – წინასწარმეტყველებდა ირაკლი კობახიძე ტრამპის ინაუგურაციამდე.
„ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“, – დასძინა კობახიძემ 2025 წლის 23 იანვარს.
ნინო წილოსანიც იმედიანად იყო განწყობილი: „ქართული ოცნების“ და ტრამპის პოლიტიკის თანხვედრა ჩვენს საერთო ინტერესებში დიდ პროგრესს მოიტანს, ეს იქნება ახალ პარტნიორულ ეტაპზე გადასვლა“, – განაცხადა მან 2024 წლის 6 ნოემბერს.
ტრამპის ადმინისტრაციის შემოსვლიდან რამდენიმე თვეში კონგრესში კვლავ წამოიწია MEGOBARI Act-მა. კანონპროექტის დაინიცირებას მმართველ გუნდში სწრაფად მოჰყვა სკეპტიციზმი და დისკრედიტაციის მცდელობა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აქტს რეალური ძალა არ ჰქონდა, ის მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურებოდა, ან საერთოდაც – „დიფ სთეითის“ პროდუქტად აღიქმებოდა.
„ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან „დიფ სთეითს“, – თქვა კახა კალაძემ MEGOBARI Act-ის ინიციატორებზე 2025 წლის 11 მარტს.
„პროცედურას რომ გავყვეთ, პროცედურულად როგორი გაპარებულიც არის ეს ყველაფერი და რაღაც ქულაა დაწერილი ლობისტების მხრიდან, დიდი პროცედურა აქვს წინ, საშუალოდ ნახევარწლიანი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კარგად ვხედავთ, ტრამპის ადმინისტრაცია დღეს რა პროცესებშია ჩართული. ამ პროცესებში ასეთი ლობისტური ჯგუფიდან ამ კანონის პირველი მოსმენით გაპარება, ვფიქრობ, დიდს არაფერს ნიშნავს“, – ასე აფასებდა ირაკლი კირცხალია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებას მარტში.
პაატა სალიაც ამბობდა, რომ საკითხი ჯერ არ გადაწყდებოდა: „ერთ-ერთ კომიტეტზე მხარდაჭერილმა აქტმა უნდა გაიაროს ასევე სხვა კომიტეტები, უნდა გაიაროს სენატი, კონგრესი და ბატონი ტრამპის ხელმოწერაც. მრავალთვიანი პროცესია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოხდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა და ეს აქტი არავის გაახსენდება.“
არასერიოზულობის განცდა სხვებმაც გაიმეორეს:
„სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მეგობარი აქტი“ სხვა კანონპროექტებთან ერთად პაკეტურად განიხილეს და მას კენჭი ცალკე არ უყარეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს აქტი კომიტეტზე გააძვრინეს, რადგან ცალკე განხილვის შემთხვევაში მისი მიღების ალბათობა არ იყო“, – ნიკოლოზ სამხარაძე.
„ეს აქტი დარჩება აქტად, რომელიც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის არ იქნება ხელის შემშლელი“, – ირაკლი ქადაგიშვილი.
„აშშ-ის სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მხარდაჭერილი „მეგობარი აქტი“ ფარატინა ქაღალდია, რომელმაც შესაძლოა, დღის სინათლე საერთოდ ვერ ნახოს“, – ლევან მახაშვილი.
„კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია. უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიცირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა“, – აცხადებდა პარტიის პოლიტსაბჭო 2024 წლის 21 მაისს.
MEGOBARI Act-მა უკვე გადალახა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი: მას 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, რაც ნათლად ასახავს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ივანიშვილის მმართველობისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას ორპარტიულ დონეზე. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ნახევარია — კანონის დასამტკიცებლად საჭირო იქნება ასევე სენატის მხარდაჭერა და საბოლოოდ პრეზიდენტის ხელმოწერა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის და როგორ შეიტანენ აქტს სენატში სრულად გასაგზავნად. თუ სენატიც მხარს დაუჭერს და კანონი პრეზიდენტის ხელმოწერასაც მიიღებს, MEGOBARI Act-ი ოფიციალურ ძალას შეიძენს, რაც პოლიტიკურ და ფინანსურ შედეგებსაც მოიტანს საქართველოს ხელისუფლებისთვის.
ამ პროცესის ფონზე ნიშანდობლივია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ტოპ-ლიდერები ამ დროისთვის დუმილს ამ