უკანონო ნადირობა კახეთში კაკაბზე
უკანონო ნადირაობა კახეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 ასეთი ფაქტი გამოავლინეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევებს მოკლული ჰყავდათ 8 ცალი კაკაბი.
როგორც სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს უწყებიდან აცნობეს, სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ იარაღები და შედგა შესაბამისი ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოს.