უკანონო ნადირობა და ხე-ტყის ჭრა კახეთში

12439045_1410538262293921_7761035313425598059_nგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების მტკიცებით, სამართადამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველზე ნადირობისათვის განკუთვნილი სათანადო ლიცენზიის გარეშე. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. ჩამორთმეული და დალუქული იქნა იარაღები, ხოლო მასალები გადაეგზავნა რაიონულ სასამართლოს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კი აკაციის პირველი ხარისხის მერქნით დატვირთული და მიტოვებული 5 ცალი ორთვალა აღმოაჩინეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, შედგა შესაბამისი აქტი, მასალები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და გადაეგზავნა ლაგოდეხის რაიონულ პოლიციას.

მსგავსი პოსტები

Back to top button