უკანონო ნადირობა დედოფლისწყაროში სარსარაკზე

დედოფლისწყაროს რაიონში წითელ წიგნში შეტანილ სარსარაკზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა.

კანონდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააფიქსირეს.

სამართალდამრღვევებს ე.წ. პროჟექტორის გამოყენებით უკანონოდ მოპოვებული ჰყავდათ 1 კურდღელი და 16 სარსარაკი, რომელზე ნადირობაც აკრძალულია.

გარემოზე მიყენებული ზიანი 24 ათას ლარს შეადგენს. შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button