რეგიონი

უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოვლინდა სოფელ განმუხურში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სოფელ განმუხურში სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვის დოკუმენტი.

ამასთან, სოფელ დარჩელში კანონდამრღვევს არ აღმოაჩნდა “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უწყების მიერ შედგა შესაბამისი ოქმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button