უკანონო თევზჭერა კახეთში
უკანონო თევზჭერა კახეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის ოთხი ფაქტი გამოავლინა.
როგორც რადიო „ჰერეთს“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს, ბრაკონიერები მდინარეებზე – ალაზანსა და მაჭარეულზე ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ. მათივე თქმით, მასალები სამართალდამცველებს გადაუგზავნეს.