მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე უკვე თავისუფალია, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით , „ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა „ცხელი ხაზით” დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები სამი პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე „ცხელი ხაზით” საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან”.

სუს-ის შეფასებით, „საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას”.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ, 18 იანვარს  დააკავეს .

მსგავსი პოსტები

Back to top button