მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

უკეთესიც იქნება თუ ნაცმოძრაობა არ იქნება წარმოდგენილი-კობახიძე

“ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლის საკითხს ირაკლი კობახიძე ეხმაურება. “ქართული ოცნების” თავმდჯომარის აზრით, კრიზისი განმუხტულია და საპარლამენტო საქმიანობაში ჩერთვება თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, მნიშვნელობა არ აქვს.

“ეს არ არის არც სუბიექტურად, არც ობიექტურად საინტერესო არავისთვის, მათ შორის ჩვენთვის. მთავარია, რომ პარლამენტი არის სათანადოდ დაკომპლექტებული, ოპოზიცია არის სათანადოდ წარმოდგენილი, არის ხელმოწერილი შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ხელოვნური კრიზისი არის წარსულს ჩაბარებული. აქედან გამომდინარე ნაცმოძრაობა შემოვა თუ არა, ამას არავისთვის არც სუბიექტურად, არც ობიქტურად არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება უკეთესიც იყოს და ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის თუ ნაცმოძრაობა არ იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” კი ამ დრომდე გრძელდება კონსულტაციები საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button