მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
უხვი ნალექის შედეგად თელავში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
ძლიერმა წვიმამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ნასამხრალი დააზარალა. უხვი ნალექი მოსახლეობას სახლებში შეუვარდა და პირველი სართულები დატბორა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დატბორვის მიზეზი, სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობაა.
” ღამის სამ საათზე შემოვარდა წყალი, თუ რამ მაქვს, ყველაფერი გაფუჭდა, თავიდანაა გასაკეთებელი. სანიაღვრე არხები ვითომ გააკეთეს და ჭები ამოგვითხარეს, წყლის ჩასაშვებად. ჭა რაში მჭირდება, თუ ეს მდგომარეობა მექნება სახლში”-თქვა ერთ- ერთმა ადგილობრივმა, ირმა მტირალიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობას სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში დახმარებას გაუწევენ.
წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ, საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებშიც.