მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
უხვმა ნალექმა და ყინვამ კახეთში ნათესები გააფუჭა

გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა მოსახლეობის დიდ ნაწილს კახეთში პრობლემები შეუქმნა. უხვმა ნალექმა ნათესები გააფუჭა, ძლიერმა ყინვებმა კი ახლადგაკვირტული ხეები დააზიანა.
ადგილობრივების თქმით, მარტში რამდენჯერმე მოსული თოვლი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობაზე უარყოფითად აისახება. ამას ემატება საწვავის მაღალი ფასი, რის გამოც ხილის და ბოსტნეულის ღირებულება სეზონზე უკვე საგრძნობლად მოიმატებს
გამოკითხულთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც საგაზაფხულო სამუშაოები ჯერ არ დაუწყია. მათი თქმით უხვი ნალექი პირიქით მაღალ მოსავლიანობას შეუწყობს ხელს.
მოისმინეთ ხალხის გამოკითხვა ლაგოდეხიდან