რეგიონისაქართველოსიახლეები

უხვმა ნალექმა გორში პრობლემები შექმნა

რამდენიმეწუთიანი წვიმისა და მცირე სეტყვის შემდეგ, გორში პრობლემები შეიქმნა. კომბინატის დასახლებაში ქუჩები დაიტბორა.

ერთ-ერთ ქუჩაზე მანქანებმა გადაადგილება ვეღარ შეძლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ტანას ხეობა ბნავისის მიმართულებით დაისეტყვა.

თუმცა, გორის მერიის პრესს-სამსახურში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სავარგულებს ნალექმა პრობლემები არ შეუქმნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button