მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ანაკლიაში

მთელი ღამის განმავლობაში წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზღვისპირა დაბა ანაკლიაში.

სტიქიამ ზღვაზე შტორმი გამოიწვია, რაც დაახლოებით 4,5 ბალს უტოლდებოდა. შტორმის შედეგად ზღვამ დატბორა სანაპირო ზოლის დაახლოებით 50 მეტრიანი მონაკვეთი.

ამ დროისთვის სანაპიროზე შტორმი დაახლოებით 3 ბალამდე მერყეობს.

წვიმის, ელვისა და ჭექა-ქუხილის გამო ანაკლიას ამ დრომდე არ მიეწოდება ელ.ენერგია, სანაპიროზე არსებულ სასტუმროებს- წყალი.

ზღვის სანაპიროზე მორიგეობენ მაშველები, რომლებიც დამსვენებლებს მოუწოდებენ, დროებით თავი შეიკავონ ზღვაში შესვლისგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button