მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მახლობლად დაწინაურდა

უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მახლობლად დაწინაურდნენ.

“უკრაინის ჯარები კონტრშეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და 3 სექტემბერს, ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ. ამასთან, უკრაინული ძალები მელიტოპოლის მიმართულებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ.

2 და 3 სექტემბრის გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები კლიშივკას სამხრეთ ნაწილს აკონტროლებენ. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა ვერბოვეს მიმართულებით (ორეხოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კმ) წარმატებას მიაღწიეს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე უკრაინელებმა 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

“გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე 3 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ. საერთო ჯამში, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 47 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები სამხრეთით პროგრესირებენ. უკრაინული ძალების შეტევითი ოპერაციები მელიტოპოლის მიმართულებით გრძელდება”, – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

მალიარის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კონტრშეტევის დროს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 265 120 ჯარისკაცი დაკარგა მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 4 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 460 სამხედრო, 4 ტანკი და 29 საარტილერიო სისტემა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4480
ჯავშანტექნიკა – 8663
საარტილერიო სისტემა – 5611
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 741
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 503
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4481
ფრთოსანი რაკეტა – 1447
გემი/ნავი – 19
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8149
სპეცტექნიკა – 847
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button