მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა მეგობარი ქვეყნებიდან დახმარების მოლოდინშია

აზერბაიჯანი მზადაა, უკარაინას ახალი ჰუმანიტარული პაკეტი მიაწოდის, მათ შორის ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„აზერბაიჯანი მზად არის წარმოადგინოს ახალი ჰუმანიტარული პაკეტი, მათ შორის აღჭურვილობა ტერიტორიის ნაღმებისგან გასაწმენდად. ნაღმებისგან გაწმენდა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უკრაინამ ეს აღჭურვილობა პარტნიორებისგან უნდა მიიღოს და ასევე დაფუძნებული უნდა იყოს უკრაინაში წარმოებაზე, რათა ჩვენი მიწა რუსული ნაღმებისგან გავასუფთავოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად 174 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია სახიფათოა ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გამო.
“ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის, ვინც ამ მიმართულებით გვეხმარება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გერმანული კონცერნი Rheinmetall 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაზვერვისთვის უპილოტო საფრენი აპარატის, Luna NG-ის სისტემას გადასცემს. ინფორმაციას Bild am Sonntag-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, NG-ი Luna-ს ახალი თაობის დრონებს წარმოადგენს. სხვა მოდელის დრონები კი უკრაინას უკვე გადაცემული აქვს.
გამოცემა წერს, რომ Luna NG -ი უახლესი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც წინა მოდელებს ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებლით უსწრებს წინ. დრონი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ როგორც სადაზვერვო სისტემა, არამედ შეუძლია უზრუნველყოს LTE ქსელი და კავშირის ჩახშობა.
დრონის ფრენის ხანგრძლივობა 12 საათზე მეტია, მონაცემთა გადაცემის დიაპაზონი კი 100 კმ-ზე აჭარბებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button