უკრაინა რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 სექტემბერს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 51 900
ტანკი – 2 122
ჯავშანტექნიკა – 4 575
საარტილერიო სისტემა – 1 237
სარაკეტო სისტემა – 306
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 159
თვითმფრინავები – 239
ვერტმფრენი – 211
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 888
საკრუიზო რაკეტები – 214
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 399
გემი/ნავი/კატარღა – 15
სპეციალური აღჭურვილობა – 114.
ცნობისთვუს, კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სახედრო ტექნიკა გაანადგურა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.