მსოფლიოსიახლეები

უკრაინა სამხედრო ბრძოლებში გამოცდილ პატიმრებს გაათავისუფლებს

დღეს, 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მე-5 დღეს, თავის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებას მორალური თვალსაზრისით რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს. უკრაინის ხელისუფლება პატიმრებს რეალური სამხედრო გამოცდილებით პატიმრობიდან ათავისუფლებს.
“მორალური თვალსაზრისით რთული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ სასარგებლო – ჩვენი თავდაცვისთვის. სამხედრო მდგომარეობის პირობებში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, უკრაინელები რეალური საბრძოლო გამოცდილებით, გათავისუფლდებიან პატიმრობიდან. ისინი შეძლებენ თავისი დანაშაულის კომპენსირებას ომის ყველაზე ცხელ წერტილებში. ასევე, რამდენიმე ადამიანს, ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეებს, მოეხსნება სანქციები. დღეს გადამწყვეტია თავდაცვა”, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ისე მოხდა, რომ ახლა, ამ მომენტში, თითოეული უკრაინელი მეომარია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ დღეს, 28 თებერვალს, მხარეები პირველად დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. შეხვედრა უკრაინისა და ბელარუსის საზღვართან მიმდინარეობს.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ევროპის კავშირს მიმართა თხოვნით, უკრაინას მიეცეს უფლება, დაუყოვნებლივ გახდეს კავშირის წევრი სპეციალური პროცედურის მეშვეობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button