მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს დაარტყა

უკრაინა 4 იანვარს აცხადებს, რომ დარტყმა განახორციელა რუსეთის სამხედრო ობიექტზე ევპატორიასთან ახლოს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე – მას მერე, რაც რეგიონში გამოცხადდა საჰაერო განგაში და სევასტოპოლში ისმოდა აფეთქებების ხმა.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა ტელეგრამით მადლობა გადაუხადა პილოტებს და “ყველას, ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია, სრულყოფილი საბრძოლო საქმისთვის”.
“დღეს დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლის მახლობლად რუსული საოკუპაციო ძალების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმავდროულად, უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების პარტიზანული მოძრაობა „ათეში“ აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ევპატორიაში კომუნიკაციების ნაწილსაც მიაყენეს დარტყმა.

ამასთან ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. “გუბერნატორმა” მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს და “უკვე რამდენიმე საჰაერო სამიზნე იქნა ჩამოგდებული.”

მან აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაშავებული.

ადგილობრივი “ტელეგრამ” არხების ცნობით, ერთი უკრაინული რაკეტა უკვე ჩამოაგდეს, ხოლო მეორე სევასტოპოლში მდებარე სამხედრო ნაწილს მოხვდა. თვითმხილველების ცნობით, ადგილზე უკვე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები მიემართებიან.

ასევე, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებები გაისმა ევპატორიასთან, სოფელ უიუტნოესთან მდებარე საჰაერო თავდაცვის სამხედრო ნაწილში. თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილისკენ უკვე მიემართებიან სასწრაფო დახმარების მანქანები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, “აღკვეთილ იქნა კიევის რეჟიმის მცდელობა, განახორციელოს ყირიმში ობიექტებზე საავიაციო მართვადი რაკეტებით ტერორისტული თავდასხმა განახორციელოს”. მათი ცნობით, უკვე 10 რაკეტა ჩამოაგდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button