მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ ჩეჩნეთის ლიდერსა და პუტინის მარჯვენა ხელს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა

უკრაინის უშიშროების სამსახური (СБУ) ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და მის ორ ხელქვეითს, როსგვარდიის მეთაურის მოადგილეს დანიელ მარტინოვს, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების სამმართველოს უფროსის მოადგილე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში
და როსგვარდიის ცალკეული მოტორიზებული ბატალიონის, „სამხრეთის“, 249-ე ტაქტიკური ჯგუფის მეთაურს, ჰუსეინ მეჟიდოვს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.

„დოკუმენტირებულია, რომ 2022 წლის თებერვალ-მარტში კადიროვი პირადად აკონტროლებდა ამ ქვედანაყოფების ინდივიდუალური სამხედრო ოპერაციების შემუშავებასა და დაგეგმვას, გასცემდა ბრძანებებს, უსმენდა მათი ლიდერების მოხსენებებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტინოვი პირადად ხელმძღვანელობდა 5 მარტს ბოროდიანკის ფსიქონევროლოგიური ინტერნატის შენობის აღების ოპერაციას.

„მისი ბრძანებით 500 ადამიანი აიყვანეს მძევლად, მათ შორის, ასზე მეტი მწოლიარე ავადმყოფი, შენობის შესასვლელები დანაღმეს, თავად ინტერნატი კი ოკუპანტების საცეცხლე პოზიციად აქციეს“, – ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

ჰუსეინ მეჟიდოვს ადანაშაულებენ ქალაქ გოსტომელის მცხოვრებთა მძევლად აყვანასა და დატყვევებაში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი შენობის სარდაფში 25 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, დაზარალებულებს შორის იყვნენ ქალები, მოხუცები და ბავშვები.

უწყების განცხადებაში წერია, რომ გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში გარდაცვლილები სახლის მიდამოებში „დაკრძალეს“.

უკრაინის უშიშროების სამსახური წერს, რომ 2022 წლის თებერვალ-მარტში რამზან კადიროვი პირადად ხელმძღვანელობდა და ამ ქვედანაყოფების ცალკეულ მოქმედებს გეგმავდა, გასცემდა ბრძანებებს და იბარებდა ანგარიშებს.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა კადიროვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა: აგრესიული ომის დაგეგმვა და გაჩაღება, უკრაინის საზღვრის შეცვლის მიზნით განზრახ მოქმედება, რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია და ასევე რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლება.

მეჟიდოვსა და მარტინოვს ომის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, რამზან კადიროვმა უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებას ტელეგრამის არხზე ხმოვანი შეტყობინებით უპასუხა: „განსაზღვრეთ ადგილი, სადაც უნდა გამოვცხადდეთ, სიამოვნებით მოვალთ და გავარჩიოთ ვინ დამნაშავეა, ვინ ტერორისტი“, – განაცხადა კადიროვმა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რამზან კადიროვს ეჭვმიტანილად აცხადებს უკრაინის სსკ-ის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. მათ შორისაა ომის დაგეგმვა, მომზადება, წამოწყება. ასევე, უკრაინის ტერიტორიის საზღვრების შეცვლას კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დარღვევით, რამაც გამოიწვია ადამიანების სიკვდილი და სხვა მძიმე შედეგები და 2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული კანონიერი შეიარაღებული აგრესიის გამართლება უკრაინის წინააღმდეგ.

მარტინოვს და მეჟიდოვს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა, სამხედრო ტყვეების ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობა).

მსგავსი პოსტები

Back to top button