მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა განახორციელეს სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა, რის შედეგადაც სახლში 100 უკრაინელი 80 მათგანი კაცია, ხოლო 20 ქალი. რომელთა ​მათ შორის არიან მარიუპოლის, აზოვსტალის, გოსტომელის მცველები ამასთან ერმაკის თქმით, მათ შორის იყვნენ სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიის სამხედროები.

ასევე 106 რუსი სამხედრო დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფისებში განაცხადეს.

“ჩვენ ვაბრუნებთ სახლში ჩვენს ხალხს-ესენი არიან სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიელები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თავის ტელეგრამის არხში. მისივე თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც „აზოვსტალს“, მარიუპოლს, გოსტომელს, ბახმუტს, ზაპორჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ.რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებული 100 უკრაინელი სამხედროდან 20 ქალია.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ტყვეობიდან 106 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება. “გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით გადაიყვანენ მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით”, – აცხადებენ რუსეთის სამხედრო უწყებაში.
უკრაინული მხარის ცნობითვე, გათავისუფლებული პატიმრების თითქმის ნახევარს სერიოზული დაზიანებები, დაავადებები ან წამების კვალი აქვთ. ამასთან, გათავისუფლებული დამცველებიდან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა.

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების წინა დიდი გაცვლა მოხდა მარტის დასაწყისში: მაშინ 130 უკრაინელი და 90 რუსი დაბრუნდა სამშობლოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button