მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 71 შეტაკება მოიგერია

ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინაზე რუსული თავდასხმები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება-სტოლტენბერგი

საჰაერო განგაში უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთ ოლქებში დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. საჰაერო ძალების ინფორმაციით ხმელენცკის მიმართულებით “შაჰედის” დრონები დაფიქსირდა.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს. დაფიქსირდა 45 აფეთქება.უწყების ცნობით, რუსებმა იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საზენიტო რაკეტებით მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაინგრა სულ მცირე ხუთი კერძო სახლი. ნანგრევებიდან ორი დაღუპული ქალის და ორი დაჭრილი მამაკაცის ცხედარი გამოიტანეს.
დნიპროპეტროვსკის ოლქის არტილერიით დაბომბვის შედეგად ნიკოპოლის რეგიონში 1 ქალი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეკლესია და სასწავლებელი.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსი ჯარები შეტევით ოპერაცებს 6 მიმართულებით ახორციელებენ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 71 შეტაკება მოიგერიეს. რაც შეეხება დახმარებას, გერმანია უკრაინას ენერგეტიკული ქსელის განახლებისთვის 300 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები ავდეევკაში ექვსი მიმართულებით ახორციელებენ შეტევას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.

“რუსი ოკუპანტები ავდეევკაში ექვსი მიმართულებით ახორციელებენ შეტევას. მძიმე ბრძოლები მიდის, მაგრამ [რუსები] წარმატებას ვერ აღწევენ.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა ნოვობახმუტოვკას აღმოსავლეთით (ავდეევკას ჩრდილო-დასავლეთით 13 კმ) 30-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, ზამთრის რთული პირობები აიძულებს ორივე მხარეს, უფრო მეტად დაეყრდნოს სახმელეთო შეტევებს.

ნატოს გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინაზე რუსული თავდასხმები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გააკეთა:

“ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ სიტუაციას უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ საბრძოლო ოპერაციებს ფრონტის ხაზის გასწვრივ. ჩვენ ვხედავთ უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების ტალღებს უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. და ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ უკრაინის ქალაქებზე უფრო მეტი თავდასხმები იქნება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ უფრო დაუჭირონ მხარი უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ წევრი ქვეყნები უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დაესწრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button