მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო

უკრაინამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო, რათა გაანადგუროს კარგად გამაგრებული რუსული პოზიციები, რომლებმაც უკრაინის ზაფხულის კონტრშეტევა შეანელა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამერიკული წარმოების საკამათო იარაღის გამოყენებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის “რთული გადაწყვეტილება” უკრაინისთვის აღნიშნული საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს, რუსეთი ადეკვატურად იმოქმედებს, თუმცა, გაერო-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინის დასახლებულ რაიონებში არაერთხელ გამოიყენა.

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ კირბი ამბობს, რომ კასეტური ბომბები უკვე ბრძოლის ველზეა და უკრაინა მათ ეფექტურად იყენებს. ამის შესახებ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინელებისგან გარკვეული საწყისი გამოხმაურებები მივიღეთ და ისინი საკმაოდ ეფექტურად იყენებენ [კასეტურ იარაღს]“, – თქვა კირბიმ.

ივლისის დასაწყისში პენტაგონში დაადასტურეს, რომ უკვე უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც პირველად მოიცავდა კასეტურ საბრძოლო მასალას უკრაინაშია რომელთა გადაცემის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.

ამ ტიპის იარაღის გამოყენება აკრძალულია ასზე მეტი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონვენციით. აშშ, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციას არ შეერთებიან.

კასეტური ბომბები კანონით 120-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა ამ ქვეყნებს შორის უკრაინა და რუსეთი არ არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button