უკრაინამ ხანძრის ჩასაქრობად თვითმფრინავი გამოგზავნა

“აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს უკრაინა ავიაციით დაეხმარება”, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების შესახებ თხოვნა საქართველომ სხვა ქვეყნებსაც გაუგზავნა, თუმცა მათ შორის ამჯერად რუსეთი არ არის.

მინისტრის ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში ინტენსიურად მუშაობს ცოცხალი ძალა, მათი ოდენობა დილიდან გაიზარდა. ცეცხლის კერამდე მისაღწევად სპეცტექნიკა გზას მთელი ღამის განმავლობაში ჭრიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button