მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინაში კიდევ 1200 დაღუპული მებრძოლის ცხედარი დაბრუნდა. როგორც უკრაინის ტყვეებთან მუშაობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება, ეს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული რეპატრაციის ნაწილია.

როგორც უკრაინული მედია წერს, ისევე როგორც გუშინ, 14 ივნისს დაბრუნებული ნეშტების შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში დაიწყება დაღუპულთა იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი ექსპერტიზა.

გადმოსვენება კვირას შედგა და მიმდინარე რეპატრაციის პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს.
ცხედრების რეპატრიაცია უკრაინამ სტამბოლში, რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შეძლო.

მსგავსი პოსტები

Back to top button